კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

 

i-bazari უფრთხილდება და იცავს თითოეული მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს. ჩვენს ვებგვერდზე რომელიმე აქტივობაში ჩართვისას, შეიძლება გთხოვოთ თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის წარმოდგენა. ასეთ აქტივობებს მიეკუთვნება:

  • მომხმარებლის პროფილის (ანგარიშის) შექმნა
  • პროდუქტის/მომსახურების შეკვეთა
  • ჩვენთან დასაქმების მიზნით განცხადების გამოგზავნა

რა სახის პერსონალური (საიდენტიფიკაციო) ინფორმაციაა საჭირო

  • სახელი და გვარი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • ტელეფონის ნომერი
  • მისამართი
  • სქესი
  • დაბადების თარიღი

როცა უკვეთავთ პროდუქტს/მომსახურებას, ასევე, შესაძლოა, გთხოვოთ, წარმოადგინოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები გამომდინარეობს კომპანიის საქმიანობის სფეროდან და დაკავშირებულია პროდუქტების/მომსახურების მიწოდებასთან, პროდუქტების/მომსახურების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებასთან, უსაფრთხოების ზომების დაცვასთან და კომპანიაში დასაქმებული პირების შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი კონკრეტული მიზნებით:

  • შემოთავაზებული მომსახურების მიწოდებისთვის;
  • ხელშეკრულების, გარიგების  დასადებად;
  • მომხმარებლებისათვის სპეციალური შეთავაზებებისა და მარკეტინგის
    მიზნებისათვის;
  • ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, იმის გასაგებად, თუ
    როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები კომპანიის ვებგვერდთან;
  • პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა
    კვლევის ჩასატარებლად;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ
    მომხმარებლები კომპანიის პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის სურვილების
    გათვალისწინებისათვის;
  • უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვისთვის.

მონაცემთა შეგროვება

i-bazari ამუშავებს და ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემი გულისხმობს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას (მათ შორის და არამხოლოდ: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი). თქვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ ჩვენ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან გამოთხოვილ და მიღებულ იქნას ინფორმაცია თქვენ შესახებ, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მათი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, ანალიზის, შენახვის, პირდაპირ მარკეტინგული, ასევე, საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.

პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენს კომპანიაში მიღებულია ისეთი გონივრული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. კომპანიაში მკაცრად არის დაცული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. მათზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, ვისაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად. კომპანიაში პერსონალური მონაცემების დაცვას, მათი დამუშავების პროცესის წინამდებარე პოლიტიკასთან, კანონმდებლობასთან და კომპანიის შიდა პროცედურებთან შესაბამისობის კონტროლს უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი.

გაითვალისწინეთ, წესებისა და პირობების თანხმობით ელექტრონულად მონიშვნით/აღიარებით ადასტურებთ, რომ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას, თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.